მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ონლაინ კაზინოების ადმინისტრირების გამკაცრებისთვის პარლამენტს მივმართავთ

5ece8c850e901
BM.GE
27.05.20 20:40
2146
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ონლაინ კაზინოებთან მიმართებით სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ პერმიერმა პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

"თუ კაზინოებთან მიმართებით პოზიცია გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ ონლაინ კაზინოებთან მიმართებით, სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება უაღრესად უნდა გამკაცრდეს. ახლა რატომ არ გავაჩერეთ ონლაინ კაზინოების მუშაობა ეპიდემიიდან გამომდინარე, ეს სულ სხვა საკითხია, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ამ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით სერიოზულად არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა და ამ გამკაცრების ინიციატივით უახლოეს პერიოდში ჩვენ პარლამენტს მივმართავთ", - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები