"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნები, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც გულისხმობს 113 მანდატს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია. რაზედაც, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი „შანსები“ აქვთ ამისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.