საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 30 ივნისს პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარუდგენს. 30 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 11 საათზეა ჩანიშნული, იქნება დებატები და სიტყვით გამოსვლები.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრად მეორე ვადით მუშაობის განმავლობაში, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილი მესამედ წარდგება.