მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში - "უკრაინისთვის"

6272780d25325
მარიამ ვარადაშვილი
04.05.22 17:06
679
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ.

ამას გარდა, ღარიბაშვილი კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ღარიბაშვილთან ერთად პოლონეთში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც გაემგზავრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები