მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: "მინდა, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს ჩვენი ბიზნესი, უფრო მეტად აითვისონ ევროპული ბაზარი"

6471c7be86327
თამთა ჯიჯავაძე
27.05.23 13:01
501
დღეს რომ ჩვენი ქვეყნის ვაჭრობა ვითარდება, ევროპაში სავაჭრო ბრუნვა იზრდება, მილიარდს გადააჭარბა, ესეც რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მართალია ევროპული ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება რთულია. თუმცა, მისი სურვილია, რომ ქართული ბიზნესი ამ მხრივ კიდევ უფრო გააქტიურდეს.

"მინდა, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს ჩვენი ბიზნესი, უფრო მეტად აითვისონ ევროპული ბაზარი, ვიცი, რომ რთულია, იქ ძალიან ბევრი ბარიერია, ძალიან ბევრი კრიტერიუმია, მოთხოვნებია, მაგრამ ამ მიმართულებით მივდივართ, ამას ჭირდება დრო, ბევრი მუშაობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს დსთ-ს ბაზარზე ოთხჯერ მეტი მოცულობის საქონელი გააქვს ექსპორტზე, ვიდრე ევროკავშირში. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 4 თვეში საქართველომ დსთ-ში ექსპორტი 1.2 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რის შედეგადაც ამ ეკონომიკური გაერთიანების წილმა საქართველოს ექსპორტის 60%-ს მიაღწია.

ევროკავშირში კი ექსპორტი 290 მილიონი დოლარი იყო, რაც მთლიანი ექსპორტის 14.8%-ს შეადგენდა.

საქართველოს ექსპორტში EU-ს წილი მცირდება, დსთ-ის კი - გაიზარდა - სტატისტიკა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები