მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ბაჟს ასამმაგებს

ზეთი

რუსეთი მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ბაჟს ზრდის. რუსული მედია სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ბაჟი ივლისში ტონაზე 3 294,2 რუბლამდე გაიზრდება, რაც თითქმის ივნისში არსებულ 1 337,5 რუბლს სამჯერ აღემატება.

მზესუმზირის შროტის (კოპტონის) ექსპორტზე ბაჟი, ისევე როგორც მაისსა და ივნისში, ნულოვანი იქნება.

ბაჟის მოცულობა საბაზისო და საინდიკაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს. მზესუმზირის ზეთის საბაზისო ფასი ტონაზე 90 750 რუბლია, ხოლო მზესუმზირის შროტის ტონაზე 17 463 რუბლია.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსეთმა „მზესუმზირის დემპფერის“ მექანიზმი 2021 წლის 1 სექტემბრიდან შემოიღო. თავდაპირველად ბაჟი დოლარში იანგარიშებოდა, ხოლო 2022 წლის ივლისიდან - რუბლში.

2024 წლის აგვისტოში მცურავი ბაჟების მოქმედება ერთბაშად ორი წლით - 2026 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდა. 2025 წლის ოქტომბერში კი მთავრობამ მათი ვადები კიდევ უფრო გაახანგრძლივა - 2028 წლის 31 აგვისტომდე.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის რუსეთი მზესუმზირის ზეთის მთავარი მომწოდებელია. წელს 5 თვეში საქართველოს ზეთის იმპორტი გაუძვირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები