მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი რუსული და ანტი ლგბტქ+ კანონების გაწვევისთვის მზაობას, გარკვეული პირობით აცხადებს

ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება კანონების გაწვევისთვის იმ შემთხვევაში იქნება მზად, თუ კანონებთან მიმართებით საჯარო, არგუმენტირებული დისკუსია გაიმართება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბაქოში, COP29-ზე დასწრებისას ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპელი ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

„ამ კანონებთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს. რაც შეეხება გამჭვირვალობას, თუ დაგვიმტკიცებენ, რომ NGO-ების ბუნდოვანება უკეთესია, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, კი ბატონო - ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით, მეორე რაც შეეხება პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს, აქაც თუ რომელიმე პუნქტთან მიმართებით დაგვიმტკიცებენ რომ აქ რაიმე ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს ან ზოგად ღირებულებებს, კი ბატონო, მაგრამ აქაც საჭიროა სიღრმისეული მსჯელობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით სიღრმისეული დისკუსიისთვის, საჯარო დისკუსიისთვის, ეს დისკუსია სასურველია, რომ საზოგადოების თვალწინ წარიმართოს. თუ ასეთი დისკუსია იქნება ჩვენ ყველაფრისთვის აბსოლუტურად ღია ვართ, მთავარია არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია წარიმართოს ერთ და მეორე საკითხთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება სრული რეალობა", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები