საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა და იქ მინისტრსა და უწყების სხვა თანამშრომლებს ხვდება. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაური სამინისტროში უკანა შესასვლელიდან შევიდა.
პარალელურად უწყებასთან მოქალაქეების საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ალექსანდრე პეტრიაშვილმა ტვ პირველს განუცხადა, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას არ ესწრებიან უწყების ის თანამშრომლები, რომლებიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი უწყება იყო, სადაც "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებას გაემიჯნენ.