მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე 28 ივნისს წარდგება

ირაკლი კობახიძე
24.06.24 16:42
263

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მიმდინარე კვირას პარლამენტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს განიხილავს.

25-28 ივნისის პლენარული სხდომების კვირაში „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავენ. ასევე, სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშს მოისმენენ და უზენაესი სასამართლოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს აირჩევენ.

ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და განსაზღვრეს სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები