მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი - სამწუხაროა, როდესაც ეროვნული დამოუკიდებლობის დღე პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენება

პრემიერი

არ მინდა, რაღაც განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო ამ განცხადებებთან დაკავშირებით. ზოგადად, სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, 26 მაისი არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე.

„ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის ეროვნული დღესასწაული, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე, ვიწრო გაგებით, არამედ ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანებზე,“- განაცხადა პრემიერმა.

პრეზიდენტის მიმართვა 26 მაისის ღონისძიებაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები