მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსულ კანონზე" შესულ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს

ირაკლი კობახიძე

არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ სარჩელს, გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივი თვალსაზრისით უარყოფითად ვერ შეფასდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებული სარჩელის განხილვას ეხებოდა.

„ამ ყველაფერში ძალიან კარგი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. ასეთი შეცდომები არ უნდა ეპარებოდეს პოლიტიკოსს, თუმცა ერთი, რომ მას შეცდომები ხშირად მოსდის და მეორე – ის არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთგვარად იძულებული, ეღიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოდ ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც ის აღიარა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად. ეს არის ყველაზე საინტერესო ამ საქმეში. დანარჩენი, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, რა თქმა უნდა, არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ სარჩელს, გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობა უბრალოდ ვერ შეფასდება უარყოფითად სამართლებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერავითარი პერსპექტივა სამართლებრივი კუთხით ამ სარჩელს ვერ ექნება. მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები