მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერის დავალება შესრულებულია - ფარმაცევტული სექტორის რეგულირებისთვის ახალმა მინისტრმა სამუშაო ჯგუფი შექმნა

61ea5e0730410
ინგა მურუსიძე
21.01.22 11:15
556
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე იმუშავებს.

საქმე ის არის, რომ პრემიერმა აღნიშნული სამუშაოს შექმნა ჯანდაცვის მინისტრს, 17 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე დაავალა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზში წერია, პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, მიღებული შედეგები და რეკომენდაციები განიხილეს.

ჯანდაცვის მინისტრის დავალებით მზადდება რეკომენდაციების აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

„სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რომელიც უნდა გადაიდგას, ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა. ჯგუფის წევრები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სადაზღვევო სექტორის, ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლები და ჯანდაცვის ექსპერტები არიან“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები