მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ღობეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ხსნიან - აღნიშნულის შესახებ BM.GE-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილის დასაწყისში გავრცელდა. ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციის წინ იქ, სადაც საპროტესტო აქციები იმართებოდა, სკვერი მოეწყობოდა. დაახლოებით ამ პერიოდის შემდეგ შენობის წინ ღობე აღიმართა, რომლის დანიშნულების შესახებაც სხვადასხვა მედიასაშუალებებს მთავრობის ადმინისტრაციაში არ პასუხობდნენ.