მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის განცხადებით, დასავლეთთან ურთიერთობები უკრაინაში ომის დასრულებისთანავე დალაგდება

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთთან ურთიერთობები უკრაინაში ომის დასრულებისთანავე, მომავალ წელს დასრულდება. ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ გორში ჟურნალისტის დასმულ კითხვას - როგორ აპირებს მმართველი ძალა დასავლეთთან ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზებას, მაშინ როდესაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკული განცხადება კეთდება.

„როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, დარწმუნებულები ვართ, ეს მოხდება მომავალ წელს, მაშინვე დალაგდება ურთიერთობები. ეს არის ჩვენი რწმენა“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები