მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების პრიზიორები და ჩემპიონები ორდენებით დაჯილდოვდებიან

ოლიმპიადა
11.08.24 13:54
436

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების პრიზიორები ღირსების ორდენებით, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონები წმ. გიორგის სახელობის ორდენებით უნდა დაჯილდოვდნენ - ამის შესახებრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური წარდგინება განხორციელდება.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, რაც შეეხებათ ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წარდგინებაც განხორციელდება“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები