პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ბაქოში მიმდინარე COP29-ის კონფერენციის ფორმატი მაქსიმალურად გამოიყენა და საქართველოს პარტნიორებს გარემოს დაცვითი საკითხების გარდა, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემაზე, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე ესაუბრა.
"სხვადასხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი ჩვენი მონაწილეობა COP29-ის კონფერენციაში", განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს - „მთავარ თემებზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, მაგრამ ამასთან ერთად ასეთ ფორმატებში ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნიდან გავესაუბროთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. აქაც გვქონდა არაერთ ლიდერთან საუბარი იმ თემებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის გარშემო პოლიტიკურ პროცესებს და ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ ამისათვის“, - განაცხადა პრემიერმა.