მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა შეუცვლელია" - დიმიტრი ადამია

დიმიტრი ადამია

პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი და სულ მალე ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, - ამის შესახებ "იტონგ კავკასუს"-ის დირექტორმა, დიმიტრი ადამიამ პრემიერთან 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პრემიერმა მოიყვანა შესაბამისი არგუმენტი, რაც მათთვის სარწმუნო იყო და ყველაფერი კარგად იქნება.

„პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი. სულ მალე, იანვარში მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასთან და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.

მივიღეთ პასუხები, რომ ყველაფერი მიდის სიტუაციის ნორმალიზებისკენ. გადატვირთვა მოხდება ძალიან მალე და ჩვენი გზა ევროპისკენ გაგრძელდება. რუსეთისკენ არავინ არ მიდის, არავის არ მიჰყავს ქვეყანა. ჩვენი გზა არის შეუქცევადი ევროპისკენ. ეს ყველაფერი გამოჩნდება საქმით და არა სიტყვებით. ყველაფერი არის ძალიან კარგად და ძალიან მალე დარწმუნდებით“, - ამბობს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები