მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა დღეს გაიგო, რომ კულტურის სამინისტროს 3.5 წელია ვებგვერდი არ აქვს

პრემიერი

კანონის მოთხოვნის მიუხედავად, რომ ყველა უწყება ვალდებულია ჰქონდეს ვებგვერდი და პროაქტიურად აქვეყნებდეს ინფორმაციას, 3.5 წელია კულტურის სამინისტროს ვებგვერდი არ აქვს.

პრემიერმა თქვა, რომ ეს ინფორმაცია აქამდე არ ჰქონდა, თუმცა ყველაზე ნაკლები პრობლემაა და ვებგვერდი შეიქმნება.

"ვერ გეტყვით რა არის მიზეზი. პირველად გავიგე ამის შესახებ, რომ ვებგვერდი არ არის, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. კულტურის სამინისტროს თუ ვებგვერდი არ აქვს, შეიქმნება.

როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა წულუკიანი გადაინაცვლებს პარლამენტში და საპარლამენტო საქმიანობით იქნება დაკავებული შემდეგი წლების განმავლობაში. შესაბამისად, ახალი მინისტრი უახლოესი დღეების განმავლობაში დაინიშნება ამ სფეროში. ვისაუბრებთ ყველა თემაზე. ვებგვერდის შექმნა, ყველაზე ნაკლები პრობლემაა, რაც შეიძლება იყოს", - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტმა ასევე იკითხა, გამოუქვეყნებელ დადგენილებებთან დაკავშირებით, რაზეც კობახიძე პასუხობს - დადგენილებებსაც გამოვაქვეყნებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები