პრემიერმა საგარეო იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
სამთავრობო ცვლილებების შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოსტებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტოვებენ.
მათ ადგილს მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით სონღულაშვილი დაიკავებენ.
იუსტიციის მინისტრის კანდიდატურის წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა რომ მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.
"ბატონი ანრი ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი იურისტი გახლავთ საქართველოში, მას აქვს მიღებული ღრმა განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ დასრულებული აქვს მაგისტრატურა იელის უნივერსიტეტში, გერმანიაში. მას ასევე დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია გერმანიაში ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2017 წლიდან ის საქართველოს პარლამენტის წევრი გახლავთ. წლების განმავლობაში იკავებდა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას და ყველა მიმართულებით წარმატებული იყო თავის საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ბატონი ანრი ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი იქნება", - განაცხადა პრემიერმა და მას აღნიშნულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.