მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერმა Jigsaw-Google-ის დირექტორს საქართველოში რეგიონული ჰაბის დაფუძნება შესთავაზა

620fbd5ef327c
BM.GE
18.02.22 19:39
888
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს შეხვდა.

მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა იყო ტექნოლოგიების განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც დეზინფორმაციასა და კიბერ-საფრთხეებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარედ კოენს საქართველოში რეგიონული ჰაბის დაფუძნება შესთავაზა და შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებების ადგილზე გასაცნობად Jigsaw-Google-ის დელეგაცია თბილისში მიიწვია.

"შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ციფრული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქართველი პროფესიონალების უნარების შემდგომ განვითარებას, ახალი ინსტრუმენტების და მეთოდების დანერგვა კი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივ მუშაობას მოითხოვს.

პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველოს შესაბამისი პროფესიული წრეების წარმომადგენლები ჩაერთონ სპეციალურ ტრენინგებში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური სიმძლავრეების განვითარებას და ქართული ინსტიტუტების მდგრადობის გაძლიერებას, მათ შორის დეზინფორმაციის წინააღმდეგ", - ნათქვამია რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები