თბილისში დღეს აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა, სწორედ ამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში უკვე განხორციელებულ და მომავალში განსახორციელებელ საზღვაო თუ საჰაერო კავშირების პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი იქნება.
"ჩვენი მთავრობა ასევე აუმჯობესებს საჰაერო კავშირს, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი. ის განამტკიცებს საქართველოს სტატუსს, როგორც გლობალურ ავიაციაში გამორჩეულ მოთამაშის", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.