მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერმა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

62385b04bcf7e
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 14:59
417
"მინდა, ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, 3 ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა ისინი საქართველოში გადმოასვენონ.

„ისინი იბრძოდნენ, ჩემი ინფორმაციით, ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ზოგიერთი მათგანი, ასევე აგვისტოს ომში და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში, დაბრუნება და რა თქმა უნდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა მოუწოდა გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით სპეკულირება არ მოახდინონ, რადგან ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაბნევას და მოსახლეობის დაძაბვას.

„ასეთ საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ. მინდა მოგიწოდოთ ყველას თხოვნით, რომ ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაბნევას, მოსახლეობის დაძაბვას. არ არის საჭირო გარდაცვლილი ბიჭებით, მათი სიკვდილით მანიპულირება საზოგადოების ემოციებზე და გრძნობებზე. ყველას მინდა, რომ გთხოვოთ - როგორც საჭიროა, ისე დავაფასოთ თითოეული გარდაცვლილი და ყველა ღირსეულად უნდა მოვიქცეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები