პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ დღეს პარლამენტის ბიუროს პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარუდგინა, ხოლო კობახიძემ განახლებული მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარადგინა.
სამთავრობო პროგრამის 6 თებერვალს წარდგენის შესახებ ირაკლი კობახიძემ 5 თებერვალს პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერობის კანდიდატმა განმარტა, რომ მისი მთავრობის 4-წლიანი სამთავრობო პროგრამა მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამართულ არჩევნებში მოგების შემდეგ წარადგენდა, „აქედან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანა იქნება იმ ღონისძიებების ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია არსებული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში... თუმცა ასევე საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ მოვემზადებით შემდეგი სამთავრობო ფაზისთვის“.
ირაკლი კობახიძის მიერ საკანონმდებლო ოგრანოსთვის 6 თებერვალს წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია, რეფორმების განგრძობადობის უზრუნველყოფაზე, რესურსებისა და პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანად თანამშრომლობაზე. დოკუმენტში წერია, სამთავრობო პროგრამის მიზანი ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა.
ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა შემდეგ სფეროებზე იქნება მიმართული:
- საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადობა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, უსაფრთხოების და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი უსაფრთხოება;
- ეკონომიკური განვითარება;
- სოციალური პოლიტიკისა და ადამიანური კაპიტალის განვითარება;
- სახელმწიფო მმართველობა;
დოკუმენტი სრულად: 👇