მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერს თვეში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს წამყვან ბიზნესებთან კომუნიკაცია - ბიზნესმენი

620bbf85db6be
თელარა გელანტია
15.02.22 19:44
950
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი „კარგი პრემიერია“. ამის შესახებ მან „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მთავრობის მეთაურს „წამყვან ბიზნესთან“ უფრო ხშირ კომუნიკაციას ურჩევს.

- პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლიდან 1 წელი სრულდება. როგორი პრემიერია ის მეორე ჯერზე - სხვებს რითი სჯობს ან საკუთარ თავს პირველად პრემიერობასთან შედარებით?

- ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი კარგი პრემიერია იმდენად, რამდენადაც უფრო მოქნილია; თაროზე არ შემოდებს ხოლმე საკითხს; ზოგჯერ უარიც კარგი პასუხია - ჩვენ გვიყვარს ასეთი თქმა ბიზნესში და მძიმეა, როდესაც დაუსრულებელია საკითხი და პასუხს ვერ მიიღებ - არ იცი, კის გეუბნებიან თუ არას; მასთან <ირაკლი ღარიბაშვილთან> ეს უფრო გარკვეულია და სწრაფად წყდება საკითხები.

- რა იყო ისეთი საკითხი, რაც თაროზე იდო, ირაკლი ღარიბაშვილმა კი გადმოიღო და გადაწყვიტა?

- უამრავი საკითხია... კონკრეტულ მაგალითს ვერ მოვიყვან. რუტინული თემებია. რასაც ვამბობ - ვამბობ, რომ ოპერატიულად წყვეტს და ამაში მე მგონი, ყველა დამეთანხმება.

- ბოლოს როდის შეხვდით პრემიერს?

- სამი თვის წინ იყო ბოლო შეხვედრა. კარგია, რომ პოლიტიკურმა ბატალიებმა გადაიარა.. კორონავირუსის თემებიც წყდება უკვე, ბოლოსკენ არის... უფრო მეტი კომუნიკაცია კარგი იქნება. ყველაზე ცოტა თვეში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს წამაყვან ბიზნესებთან კომუნიკაცია. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ არის თავმოყრილი ის ხალხი, რომ კონსულტაციები ყოველთვიურად იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები