„როგორც ყოველთვის ვამბობ, უკეთესი წინ არის“, - ასე აფასებს პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით შეცვლას ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ.
პაპაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიზნესისთვის ბევრი რამ გააკეთა და მაგალითად საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი მოჰყავს.
- როგორ აფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობას და რას ელით ირაკლი კობახიძისგან?
- იცით, რომ ყოველთვის დადებითად ვაფასებდი... მან ბევრი ბიზნესისთვის ბევრი რამ გააკეთა... როგორც ყოველთვის ვამბობ, რომ უკეთესი წინ არის.
- კონკრეტულად რა გააკეთა, მაგალითად...
ყველაზე კარგი მაგალითი ეს ფორუმია, რომელიც მოჰყვა მის [ღარიბაშვილის] პირველ ვიზიტს საუდის არაბეთში. სწორედ პრემიერთან კარგი ურთიერთობით დღეს ფორუმზე გამოგზავნილია ინვესტიციების მინისტრი.