მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერთან შეხვედრაზე ძირითადად ხელისუფლებასთან შეზრდილი ოლიგარქია იყო - ხუხაშვილი

ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესების უმეტესობა, ვინც პრემიერ ირაკლი კობახიძეს შეხვდა, ხელისუფლების პარტნიორები არიან და შესაბამისად, ეს საუბარი კრიტიკული ვერ იქნებოდა. მან ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა.

"ძირითადად, იქ იყო წურბელებივით ქვეყნის ეკონომიკაზე, ხელისუფლებასთან შეზრდილი ოლიგარქია. ყველაზე არ ვამბობ, რამდენიმე ადამიანი იყო, რომლებიც მართლა კრიტიკულადაა განწყობილი. დანარჩენებს თავისი ტყავი აწუხებთ თორემ, ამ ხელისუფლებასთან გრძნობენ კომფორტს, ხელისუფლების შეცვლა ამ ხალხისთვის დაღუპვის ტოლფასია, რადგან ბიზნესი როგორ აკეთონ წარმოდგენა არ აქვთ. მათთვის ბიზნესის კეთება ხელისუფლებასთან გარიგებით, ჩალიჩი ტენდერების, სამშენებლო პროექტების და ა.შ.",- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, Freebusiness.ge-ს მოთხოვნებს შეერთებული ბიზნესები იაზრებენ, საით მიდის ქვეყანა და მათ შორის იმ ეკონომიკურ რისკებსაც, რასაც არსებული ვითარება მოიტანს.

"მათ აქვთ ჯანსაღი მიდგომები, ესმით თუ საით მიდის ქვეყანა და აქ პატრიოტიზმის ელემენტი ძლიერად არის წარმოდგენილი",- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, 23 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები