მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრემიუმ სეგმენტში ქართული უძრავი ქონების ბაზარზე კონკურენცია ძალიან დაბალია"-"ნამაი"

ნამაი ვაკე

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ნამაი“ უახლოეს პერიოდში ბაზარზე ახალ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ უბანს წარადგენს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ თეონა ლეჟავამ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ლიეტური ინვესტორის დაინტერესება ქართული ბაზრისადმი კვლავ არსებობს, გათვლა კი პრემიუმ სეგმენტზე კეთდება

„ნამაი“ ლიეტური სამშენებლო დეველოპერული კომპანია და როგორც მოგეხსენებათ საქართველოში მხოლოდ ერთი პროექტით ვართ ჯერჯერობით წარმოდგენილი. ეს არის „ნამაი ვაკე“ და მალე ვიწყებთ ახალ პროექტებს.

მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტს ვტოვებთ უცვლელს, ევროპული მიდგომებით შენდება, ხარისხი, საინჟინრო გადაწყვეტები იქნება უცვლელი. იქნება დაბალ სართულიანი კომპლექსის ერთობლიობა, ბუტიკური სტილის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი მწვანე უბანი.

სფერო იმდენად დინამიურია, კონკურენტუნარიანია, რომ მგონია ინტერესი მუდმივად მზარდი იქნება და მოთხოვნაც შესაბამისი.

კონკურენცია სამწუხაროდ ამ ნაწილში არ გვაქვს. ძალიან ცოტა კომპანია შეიძლება ჩამოითვალოს ვისთანაც ვდარდებით. მთავარი გამოწვევაა სიტყვები, ისეთ სიტყვებს იყენებენ ჩვენთან დეველოპერები, რომ უკარგავენ ძალას და მნიშვნელობას. ვამბობთ პრემიუმ ხარისხის, ენერგოეფექტურობას და იმის მიღმა რამდენია სამუშაო არ ვითვალისწინებთ. არ ვიცი რამდენად იჯერებს ამას მომხმარებელი, თუმცა ფაქტია, რომ ძალას უკარგავენ იმას, რაც რეალობაში უნდა არსებობდეს.“ - განაცხადა თეო ლეჟავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები