მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

64943f3ae1a40
BM.GE
22.06.23 16:27
425
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებს და EBRD-ის როლს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის კავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების ზრდის პროცესში.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირიში გაწევრიანება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და ამ ევროპულ არჩევანს საზოგადოებისათვის ალტერნატივა არ გააჩნია.