მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი ხალხს დასცინის, რომ ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ - შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ქართველი ხალხის დაცინვა. ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მიერ "რუსული კანონისთვის" დადებული ვეტო, რომლის მიხედვითაც კანონი ძალაში შესვლიდან ერთ დღეში უნდა გაუქმდეს.

"სალომე ზურაბიშვილმა დარჩენილ ორ კვირაში გამოჩენილი დისკუსიის შანსი ჩაკეტა. ფაქტია, რომ როგორც კი შინაარსობრივი მსჯელობის ნაპერწკალი გამოჩნდა, იმავე მომენტში წინსწრებით ჩაკეტა ამის შანსი.

აქ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვისი დავალებით მოქმედებს ადამიანი, რომლის ამოცანაც უნდა იყოს პირიქით, ხელშეწყობა მშვიდი მსჯელობის, მაგრამ როგორც კი გამოჩნდა შანსი, ყოფილიყო ადამიანური, ქართული დისკუსია და არა რუსულ სტილში დისკუსიის ჩაკეტვა და ტრანსპარანტებით საუბარი, იმ მომენტშივე ჩაკეტა.

რაც შეეხება გამოქვეყნებიდან 1 დღეში გაუქმებას, ეს საზოგადოების დაცინვაა. ქალბატონმა სალომემ უკვე ყველა მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ აჩვენოს, ის თავს არ მიიჩნევს ამ ქვეყნის მოქალაქედ, რომ ეს თავისი კონსტიტუცია არ არის და ეს ხალხი, მას თავის ხალხად არ მიაჩნია. დასცინის ქართველ ხალხს, რომ ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

"რუსული კანონი" ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღე იმოქმედებს - პრეზიდენტის ვეტოს დეტალები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები