მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსულ კანონზე" ევროკომისრის წერილი პარლამენტის თავმჯდომარემ დამალა - ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

ევროსაბჭოს მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც შალვა პაპუაშვილმა მიიღო არ გაასაჯაროვა, მიუხედავად ევროკომისრის თხოვნისა, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საუბარია წერილზე, რომლითაც მაიკლ ოფლაერტი კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და პარლამენტის წევრებს მისი მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

"რამდენიმე დღის წინ, თქვენ გამოგეგზავნათ წერილი ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის მხრიდან, სადაც შეფასებულია ეს კანონი და სადაც მითითებაა, რომ ეს კანონი არა მხოლოდ ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება, არამედ, სადაც უკვე გაწევრიანებული ვართ ევროსაბჭოში, მის ფუნდამენტურ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება და არღვევს და მითითებულია სტრასბურგის ის გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა პუტინის რუსულ კანონს. შემთხვევითი არ არის მითითება რუსულ კანონთან მიმართებით გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. ამ წერილის ბოლოს, ვკითხულობთ თხოვნას და მომართვას თქვენთან მიმართებით, რომ ეს დოკუმენტი გაგეცნოთ და მიგეწოდებინათ პარლამენტის თითოეული წევრისთვის. მიკვირს ძალიან, გამჭვირვალობაზე საუბრობთ და მალავთ ინფორმაციას ოფიციალური შეფასების შესახებ, რომელიც მოგივიდათ როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს და არა პარტმუშაკს. რატომ დამალეთ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეფასება, ეს არიის თქვენი გამჭვირვალობის სტანდარტი?" - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა შალვა პაპუაშვილს.

პაპუაშვილის თქმით, მას წერილი და პასუხიც გამოქვეყნებული აქვს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. თუმცა, ორივე წერილი ნახევარი საათის წინ 13:05 საათზეა გამოქვეყნებული. წერილის გამოგზავნის თარიღი კი 11 აპრილია.

„გთხოვთ, თავი შეიკავეთ კანონპროექტის მიღებისგან“ - ადამიანის უფლებათა კომისარმა „რუსულ კანონზე“ პაპუაშვილს მიწერა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები