"მშვიდობიანი დემონსტრაცია ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დღევანდელ საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ის აღნიშნულს „შემაშფოთებელ ესკალაციად“ აფასებს.
„დღეს ღამით შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია. მშვიდობიანი დემონსტრაცია ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო. ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე და პროტესტის უფლებაზე - დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავების შემდეგ”, - წერს ზურაბიშვილი.