საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელი სამხედრო ტყვის მკვლელობას ეხმაურება.
საუბარია რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც უკრაინელი ჯარისკაცის მკვლელობაა ასახული.
“შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული. ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!”-წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.
ჟენევის კონვენციის თანახმად, სამხედრო ტყვეებს გარანტირებული უნდა ჰქონდეთ პატიმრობის ჰუმანური პირობები და სიკვდილით დასჯა ომის დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.