მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლევანდელი კონფერენცია ჭურვების ქვეშ მყოფ უკრაინელ ქალებს ეძღვნებათ - პრეზიდენტი

649fd07f9943a
BM.GE
01.07.23 11:02
578
თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია წელს უკრაინელ ქალებს ეძღვნებათ, რომლებიც დღესაც, წელიწადნახევარის შემდეგაც, ჭურვების ქვეშ არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების - მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად. ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ.

ქალებზე, რა თქმა უნდა, ომები და მშვიდობა უშუალოდ ახდენს ზემოქმედებს და მინდა, ეს მეორე კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა, რომლებიც დღესაც, წელიწადნახევარის შემდეგაც, უკრაინაში ჭურვების ქვეშ არიან.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, თბილისის ქალთა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ უნდა ავაშენოთ ახალი მშვიდობა ახალ სამყაროში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები