მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის იმპიჩმენტი არასწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოს დააზიანებს - კრამერი

დევიდ კრამერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის აღძვრა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტერესებს დააზიანებს.

„საქართველოს პრეზიდენტი ევროპაში ქვეყნის ინტერესების გატარებას ცდილობს, ამ დროს კი ქართული ოცნების მიერ კონტროლირებული მთავრობა და პარლამენტი მისი იმპიჩმენტის სურვილს გამოთქვამს. ჩემი აზრით, ეს არის შეცდომა. ეს არის მთავრობის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს კანდიდატურას. ეს ქმედება წინააღმდეგობაშია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეფორმებთან.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იქნება გონივრული გადაწყვეტილება. ამას ვამბობ ამერიკის მოქალაქე, ქვეყნისა, რომლის კონგრესმა ორჯერ სცადა წინა პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მარტივად არ უნდა იქნეს მიღებული. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არ დაეხმარება და მას ხელს შეუშლის“, - განაცხადა კრამერმა.

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას გეგმავს.