პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას პარლამენტი ხვალ, 12:00 საათზე დაიწყებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს სურვილის შემთხვევაში სესიაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნება, ხოლო დეპუტატებს მისთვის კითხვების დასმის.
„განსახილველი გვაქვს დაჩქარებული პროექტები, მაგრამ ვფიქრობ, ხვალ გვექნება შესაძლებლობა, 12:00 საათიდან დავიწყოთ განხილვა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, კითხვების დასმა საკითხზე დეპუტატებს შეეძლებათ როგორც მომხსენებლისთვის, ასევე პრეზიდენტისთვის, თუკი ის პარლამენტში მივა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა