პრეზიდენტის სასახლესთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს იყენებენ.
ორბელიანების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მოიყვანეს მოქმედებაში.
მანამდე ადგილზე დაპირისპირება იყო. მოქალაქეებმა ათონელის სასახლის რკინის ჯებირები გაარღვიეს და ეზოში შევიდნენ, რასაც სამართალდამცველების მხრიდან წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოჰყვა.
ამ დროისთვის ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის და სპეცტექნიკის მობილიზებაა, მათ პერიმეტრი სრულად დაიკავეს.




























