პრეზიდენტის სასახლესთან დაპირისპირებაა.
ათონელის რეზიდენციასთან მოქალაქეების ნაწილმა რკინის ჯებირები გაარღვია, ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს და მოქალაქეებს შენობის ეზო დაატოვებინეს.
ადგილზე მივიდა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძეც.
მოქალაქეები ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ჯებირის გარღვევას და შიგნით შეღწევას ცდილობენ.
ტელევიზიები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების მიზნით, რეზიდენციიდან მიხეილ ყაველაშვილი, სავარაუდოდ, უკვე გაიყვანეს.
ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცველების დამატებითი მობილიზება ხდება.




























