მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონი 26 მაისს საქართველოში მოიწვია

ზურაბიშვილი მაკრონი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს თბილისში ელოდება. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.

„მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. მისი ჩამოსვლა იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები