მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრინცმა ენდრიუმ ყველა სამეფო ტიტულზე უარი განაცხადა

დიდი ბრიტანეთი
BM. GE
21.10.25 01:16
1450

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველის, ჩარლზ III-ის უმცროსი ძმა, ენდრიუ, რომელიც იორკის ჰერცოგის ტიტულს იკავებდა, ყველა სამეფო ტიტულსა და წოდებაზე უარს აცხადებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, რადგან სამი წლის წინ ენდრიუმ ყველა საჯარო ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა და საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორდა.

იორკის ყოფილ ჰერცოგზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ცნობები მის მიერ ჯეფტი ეპშეიტინის სიაში ყოფნის შესახებ. ოფიციალური განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამეფო ოჯახთან და მის უდიდებულესობა მეფესთან შეთანხმებით მოხდა.

ცნობისათვის, პრინცი ენდრიუ იკავებდა იორკის ჰერცოგის, ინვერნესის ერლისა და ბილილეის ბარონის ტიტულებს, ასევე ჰქონდა ვიცე-ადმირალის ჩინი სამეფო ფლოტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები