მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრივატიზაცია და ინვესტიციები – ლევან დავითაშვილის "ეკონომიკის ტრანსფორმაციის" გეგმა

620a31e70dd7b
მარიამ ვარადაშვილი
14.02.22 16:30
884
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მათი გეგმაა, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და პრივატიზაციის დაჩქარების მიმართულებით იმუშაონ, რაც საბოლოო ჯამში დასაქმების ზრდას გამოიწვევს. ასე უპასუხა დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა რა გეგმა აქვს მინისტრს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა თითოეულ მოქალაქეზე აისახოს.

“არაერთი ინიციატივა გვექნება იმითვის, რომ ეკონომიკის დამაჩქარებელი ღონისძიება პირდაპირ იყოს ბმაში დასაქმებასთან. მათ შორის კიდევ უფრო გააქტიურდეს საპრივატიზაციო და საინვესტიციო პოლიტიკა. ეს საინვესტიციო პოლიტიკა ორი სახის იქნება: ერთი მხრივ, შიდა რესურსების მაქსიმალური მობილიზება და ათვისება, რაზეც დღეს გვქონდა საუბარი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ უფრო მსხვილ, მასშტაბურ საერთაშორისო ინვესტიციებზე, რასაც თავის გამოწვევები გააჩნია. გვესმის გეოპოლიტიკური სირთულეები და ბევრი სხვა სტაბილურობის ელემენტი, თუმცა აქაც განსაკუთრებით კრეატიულები უნდა ვიყოთ, რათა ვნახოთ სივრცე, როგორ შეიძლება გამოცდილი, ღირებული ინვესტიციების მოზიდვა. ეკონომიკის ტრანსფორმაცია მხოლოდ ასე შეიძლება მოხდეს”,-ამბობს დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დღეს ორი პროექტი დააანონსა: სოცდაუცველების დასაქმებასა და სამშენებლო კომპანიებთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები