მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრივატიზაციით მობილიზებულია 279 მილიონი ლარი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

ლარი

კონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პრივატიზაციის 2023 წლის გეგმის შესრულების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, მათ წელს 2,925 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადეს, რომლის მეშვეობითაც 279,518,776 ლარის მობილიზება მოახდინეს. უწყების ინფორმაციით, ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხული თანხით წლიური გეგმა 100%-ით შეასრულეს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ მობილიზებული თანხიდან 200.3 მილიონი ლარი ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართეს, ხოლო 51.7 მილიონი ლარი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

აღნიშნული რიცხვები 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 12 თვით ანგარიშში უნდა აისახოს. 11 თვის შესრულების ანგარიშში კი სახელმწიფო ხაზინას მითითებული ჰქონდა, რომ პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავალი 105.6 მილიონი ლარი იყო, რაც წლიური გეგმის 52.8% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები