მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პროდუქტებზე ფასების ცვლილებას არ ველოდებით” – ივა ჭყონია

5ed7d25710a5a
ნინი ლონგურაშვილი
03.06.20 22:30
910
“ფასების ცვლილებას ამ ეტაპზე ნამდვილად არ ველოდებით, თუ ის კურსი შენარჩუნდა, რაც დღეს არის", - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განაცხადა.  

მისივე თქმით, შესაძლოა დაფიქსირდეს ფასების კლება.

"საერთაშორისო ბაზარზე შეინიშნება კლება და შესაბამისად, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების კლებასაც უნდა ველოდოთ, როგორიც არის, მაგალითად: ბრინჯი, შაქარი, მაკარონი და ა.შ. სხვა დანარჩენ პროდუქტებზე ფასები უკვე გაზრდილია და ის ფასები, რომელიც არის მიღებული, დიდი ალბათობით არ შეიცვლება. თუმცა, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ეროვნულ ბანკზე და მთავრობის ეკონომიკურ გუნდზე. მათ თუ არ დააბალანსეს ქვეყანაში სიტუაცია და თუ კიდევ გაექცათ ლარი, ამ შემთხვევაში ზრდა გარდაუვალი იქნება", – აღნიშნა ივა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები