მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია - G&T

მშენებლობა

პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

Galt & Taggart-მა 2025 წლის ივნისში სისტემური დეველოპერების გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მოიცავდა 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს). კვლევა აჩვენებს, რომ გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.

კვლევის თანახმად, 2025 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. ამასთან, გაყიდვები მაისში წლიურად 48.1%-ით გაიზარდა, რაც 2024 წლის მაისის რეკორდულად დაბალი ბაზითაა გამოწვეული. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის 5 თვის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები