მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი გაათავისუფლეს

ალავიძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, შვილთან ერთად ვაკო ალავიძესთან ერთად პირობითი ბრალით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბრალდებულები სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან.

როგორც ნიკა ალავიძე BM.GE-სთან აცხადებს, ის შვილთან ერთად წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციასთან დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს და საქმის განხილვაც სწორედ ამის საფუძველზე მოხდება.

"შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია, უბრალოდ ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია და კაცობრიობის მტერია", - აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.

ცნობისთვის, 7 დეკემბერს, პროევროპულ აქციაზე, დაახლოებით, 02:00 საათზე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს.

სხვადასხვა ტელევიზიის კადრებში ჩანს, ნიკა ალავიძის მეუღლე, რომელიც ოჯახის წევრებს ეძებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები