მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროევროპული პროტესტის მე-10 დღე - პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყო

აქცია 7 დეკემბერი

პროევროპული პროტესტი, რომელიც უკვე 10 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს, გრძელდება.

დედაქალაქში მოქალაქეებმა, საკანონმდებლო ორგანოსთან თუ სხვა ლოკაციებზე ჯერ კიდევ დღის განმავლობაში დაიწყეს შეკრება. აქციის მონაწილეების ნაწილი შეიკრიბა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, საიდანაც მსვლელობა უკვე დაიწყო და ისინი შეუერთდებიან პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს.

მსვლელობაში მონაწილეობენ სტუდენტები, ლექტორები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

დემონსტრანტების მოთხოვნები კვლავ უცვლელია - ახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები