მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროევროპული უწყვეტი აქცია მე-20 დღესაც გრძელდება - 17 დეკემბრის აქციების ჩამონათვალი

აქცია

საქართველოში, ახალი არჩევნებისა და უდანაშაულოდ აქციაზე დაკავებულების გამოშვების მოთხოვნით, პროევროპული უწყვეტი პროტესტი მე-20 დღესაც გრძელდება. 17 დეკემბერს, აქცია/მარში დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი. აქცია დაგეგმილია რეგიონებშიც.

გთავაზობთ ამ დროისათვის ცნობილ, 17 დეკემბერს დაგეგმილი აქციების ჩამონათვალს:

თბილისი:

12:00 საათი, თსუს II კორპუსთან

13:00 საათი, გაფიცვა

13:00 საათი, დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტამდე სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების მარში გაიმართება.

14:00 საათი, სტუდენტების მარში - მარჯანიშვილის მეტროდან პარლამენტამდე.

14:00 საათი, სტუდენტური მოძრაობის მარში. შეკრების ადგილი: რუსთაველის მეტრო.

„გელოდებით ყველას რუსთაველის მეტროსთან! დაგვიდექით გვერდში! დაასრულე თაობების გაჭაღარავება აქციებიდან აქციებამდე!“

14:00 საათი, შსს-ს შენობასთან (გულუას ქ. N8) აქცია იგეგმება, საიდანაც დემონსტრანტები მარშით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

„ერთად გამოვუცხადოთ სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს!“

14:30 საათი, თსუს II კორპუსიდან მ/ს „რუსთაველამდე“ მარში იგეგმება, სადაც აქციის მონაწილეები სხვა სტუდენტებს შეუერთდებიან და ერთად პარლამენტისკენ წავლენ.

15:00 საათი, ტურიზმის საპროტესტო აქცია. მსვლელობა: რუსთაველის გამზირისკენ. შეკრების ადგილი: საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია.

18:00 საათი, ჭავჭავაძის გამზ.64 (ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან), მსვლელობა პარლამენტისკენ.

" დასავლური განათლებით ევროპისკენ!"

19:00 საათი, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ისტორიკოსთა მარში.

„ვიწვევთ ისტორიკოსებს, ისტორიის მომიჯნავე მეცნიერებათა წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, ისტორიის მიმართულების სტუდენტებსა და ყველა ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი“.

19:00 საათი, საუნივერსიტეტო საზოგადოების სოლიდარობის მარში!

შეკრების ადგილი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 32 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი).

19:00 საათი, დღის ეთერი ხალხს! - საზოგადოებრივი მაუწყებელი

17 დეკემბერს, რეგიონებში დაგეგმილი აქციების ჩამონათვალი ასეთია:

ქუთაისი:

19:00 საათი, ქუთაისის მერიის წინ.

"კი ევროპას, არა რუსეთს!"

ბათუმი:

19:00 საათი, საკონსტიტუცუი სასამართლოსთან

"სამშობლოს სამსახურში!"

ზუგდიდი:

17:00 საათი, "გუბერნიის" შენობასთან

"ქვეყნის სამსახურში!"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები