მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროფესიულ ღირსებაზე პირდაპირ თქვეს უარი" - კობახიძე ვენეციის კომისიას პროფესიონალიზმს უწუნებს

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე "რუსულ კანონზე" ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას პროფესიულ ღირსებაზე ხაზის გადასმად აფასებს.

როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვენეციის კომისიას შეფასება "დააწერინეს".

„ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ჩემთვის ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც იურისტისთვის, რბილად ვიტყვი, რომ იყო შემაშფოთებელი. ამ ტექსტით ვენეციის კომისიამ, არა მარტო ექსპერტებმა, მთლიანად კომისიამ თქვა უარი პროფესიულ ღირსებაზე. საბოლოოდ ვერანაირი კრიტიკული შენიშვნა ვერ დააწერინეს ვენეციის კომისიას და ბოლოს დააწერინეს ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო. ასეთ რამეს რომ დაწერს ვენეციის კომისია, იქ პროფესიულ ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. ქვეყნის შიგნითაც ერთ რამეზე ხომ ვიყავით შეთანხმებულები ყველა, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის კარგი და ამაზე დაწერა ვენეციის კომისიამ, რომ NGO-ების გამჭვირვალობა, როგორც ასეთი, არის ცუდიო, არ ვარგაო, ასეთი აბსურდი დაწერა. ამის შემდეგ რა ფასი შეიძლება ჰქონდეს რაიმე ჩანაწერს ამ დასკვნაში. მთავარი რაც გააკრიტიკეს იყო ის, რომ რატომ უზრუნველყოფთ ამ კანონით NGO-ების გამჭვირვალობასო. იქ ათასი აბსურდი ეწერა, რაც პირდაპირ გადმოიტანეს NGO-ების განცხადებებიდან, მაგრამ მთავარი დასკვნა რაც ჰქონდათ, იყო ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ფასი ჰქონდეს ამ ტექსტს, პროფესიულ ღირსებაზე პირდაპირ თქვეს უარი, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ქვეყნის შიგნითაც კი, NGO-ებიც კი ამბობდნენ, რომ მათი გამჭვირვალობა არის კარგი და ამაზე ვენეციის კომისიამ დაწერა, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი და მეტიც, NGO-ების გამჭვირვალობას დაარქვა drastic measure, რაც ნიშნავს რადიკალურ ზომას. წარმოიდგინეთ, რადიკალური ზომა დაარქვა NGO-ების გამჭვირვალობას. ამის შემდეგ, ვენეციის კომისიაზე უბრალოდ სერიოზულად ლაპარაკი არის შეუძლებელი. ჩვენ დიდი ხანია, არ გვაქვს ნდობა მათი პროფესიონალიზმის მიმართ, ამაზე არა ერთხელ გვისაუბრია, მაგრამ რაც წარმოადგინეს, არის უბრალოდ ყველანაირი ხაზის გადასმა პროფესიულ ღირსებაზე, წარმოუდგენელია ის, რაც წავიკითხე ამ ტექსტის სახით“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები