2023 წელს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება და პროფესიული გადამზადების პროგრამის მონაწილეებიდან, დასაქმებულია 1 312 ადამიანი, რაც პროგრამის ბენეფიციართა 33.5%-ია.
„დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშის“ მიხედვით, პროგრამა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც სამუშაოს მაძიებელი შეძლებს ფეხი აუწყოს შრომის ბაზრის შეცვლილ მოთხოვნებს, მოკლე დროში აიმაღლოს კვალიფიკაცია და წარმატებით დასაქმდეს პროფესიით.
პროგრამის ერთ ერთ მიზანს წარმოადგენს შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებელთა მომზადება.
დეტალური სტატისტიკა კი, ასეთია:
2023 წელს სასწავლო პროცესში 97 მოთხოვნად პროფესიაზე ჩაერთო 3 911 მოსარგებლე (ქ. თბილისი - 2 173, აჭარა - 131; გურია - 95, იმერეთი - 442, კახეთი - 270, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 536, ქვემო ქართლი - 222, სამცხე-ჯავახეთი - 32), საიდანაც 3 008 ქალია. 3 911 სამუშაოს მაძიებლიდან 2023 წელს სწავლა დაასრულა - 2 007, ხოლო 1 700 სწავლას აგრძელებს 2024 წელს.
2022 წლის პროგრამის მონაწილეებიდან, 2023 წელს დასაქმდა 102 პირი (11.2%). 2023 წლის პროგრამის მონაწილეებიდან, დასაქმებულია 1 312 (33.5%). სულ პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს, დასაქმებულია 1 414 პირი.
იმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი კი, ვინც სწავლას 2024 წელს დაასრულებს, 2024 წლის სტატისტიკაში აისახება.
რაც შეეხება სტაჟირებას, 2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, სტაჟირების კომპონენტში ჩაერთო 31 დამსაქმებელი (ქ. თბილისი - 5 და რეგიონები - 26) და 144 სტაჟიორი. მათ შორის, ქალი - 108, ახალგაზრდა 60, შშმ პირი - 6 (ქ. თბილისი - 17, აჭარა - 8, იმერეთი - 48, კახეთი - 5, სამეგრელო - ზემო სვანეთი -11, მცხეთა-მთიანეთი - 1, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 27, სამცხე ჯავახეთი - 8). პროგრამაში ჩართულმა დამსაქმებლებმა 37 პოზიციაზე წარმოადგინეს 94 ვაკანტური ადგილი. სტაჟირების კომპონენტში ჩართული სამუშაოს მაძიებლებიდან დასაქმებულია 87 პირი.
სამინისტროს პროგრამებს შორისაა, მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.
"შრომის ბაზრის აქტიური ღონისძიებების შედეგად დასაქმდა ჯამში 144 შშმ პირი, მათ შორის:
მხარდაჭერითი მომსახურების ფარგლებში დასაქმდა 33 შშმ პირი, მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში - 30, საშუამავლო მომსახურების და დასაქმების ფორუმების შედეგად - 36, სტაჟირება - 2, სუბსიდირება - 14 კონსულტირება და შუამავლობის სერვისის ფარგლებში კი - 29" - წერია ანგარიშში.