მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფკავშირები ჯანდაცვის სამინისტროს ტყიბულის შახტებზე მომზადებული დასკვნის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

5d89d442f22c5
ლიკა გურაბანიძე
24.09.19 22:30
1241
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, გერმანელი ექსპერტები 2018 წლის ნოემბერში ტყიბულში, მინდელის შახტში ჩავიდნენ და უსაფრთხოების შესახებ დასკვნა მოამზადეს, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ დრომდე არ საჯაროვდება.


როგორც პეტრიაშვილი BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნავს, სავარაუდოდ, დასკვნა უარყოფითია.

„მნიშვნელოვანია ის დასკვნა, რაც საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტებმა დადეს, აქ საუბარი ერთადერთ საკითხზე იყო - შესაძლებელია თუ არა დღეს, ხვალ ან ზეგ ან გარკვეული ინვესტიციის ჩადების შემდეგ, ტყიბულში შახტებში მუშაობა უსაფრთხო იყოს.

ჯანდაცვის სამინისტროს ეს დასკვნა აქვს და, სამწუხაროდ, გრიფი "საიდუმლო" ადევს. პროფკავშირებსაც კი, ამ დასკვნასთან წვდომა არ აქვთ. ალბათ გერმანელებმა ისეთი საშინელი დასკვნა დაწერეს, რომ გამოსავალს სახელმწიფო ამ კუთხით ვერ პოულობს. ეს ძალიან სამწუხაროა, ეს არის სწორედ დიალოგის არქონა მეშახტეებთან და პროფკავშირებთან, რომ მათთან ერთად იქნებ უკეთესი იყოს მოფიქრებული. ახლა ჯანდაცვის სამინისტროში სხედან და ფიქრობენ, როგორ მოაგვარონ ეს პრობლემა", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

გერმანელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნის თაობაზე bm.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები