მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროფსასწავლებლებში სტუდენტების მიღება 10%-ით გაიზარდა - რომელი პროგრამებია პოპულარული?

პროფსასწავლებელი

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17.1 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 49.7% ქალია, ხოლო 50.3% - კაცი.

2023 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 10.3%-ით.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ჩარიცხული სტუდენტების განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, 2024 წელს.

რეგიონების მიხედვით კი ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობენ თბილისი (36.4%), აჭარა (18.6%), იმერეთი (11.9%), ქვემო ქართლი (10.1%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (8.9%) და კახეთი (4.8%).

ამასთან, 2024 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 257 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 31.1% ქალია, ხოლო 68.9% კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (47.1%).

რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, 2024 წელს, მათი რიცხვიც გაიზარდა და 9.5 ათასი შეადგინა (2023 წელს 8 123 იყო).

გასულ წელს კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (24.6%), მომსახურებების (20.3%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.5%) პროგრამებზე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში 122 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 75 საჯარო, ხოლო 47 კერძო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები